Tuesday, June 8, 2010

"მეცამეტე"


"მეცამეტე"

(დათო ტურაშვილი)

(ფასი 8 ლარი)

   მწერალ დათო ტურაშვილის მეცამეტე წიგნი მისი ძველი და ახალი, დოკუმენტური და მხატვრული პროზის კრებულია, რომელსაც გამომცემლობა "სიესტა" ერთგულ მკითხველს სიამოვნებით სთავაზობს. 
ცამეტი თარს რიცხვად ითვლება და ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში სახლების ნუმერაციის დროსაც კი ამ რიცხვს საერთოდ გამოტოვებენ ხოლმე. თუმცა ჩვენი რჩევაა, ეს წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ იგი მეცამეტეა, არ გამოტოვოთ, რადგან ამ სამყაროში კითხვაზე დიდი სიამოვნება მაინც არ არსებობს...

მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში


მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში

(ირაკლი ლომური)

(ფასი 3 ლარი)

სექსოლოგიურ ცენტრ "ლიბიდოს" დირექტორი, დიმიტრი ვაჩნაძე შიგნიდან ჩაკეტილ ოთახში საკუთარი იარაღიდან გასროლილი ტყვიით იღუპება. ერთი შეხედვით ყველა სამხილი თვითმკვლელობაზე მიუთითებს, მაგრამ ...

მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი


მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი

(აკა მორჩილაძე)

(ფასი 20 ლარი)

   სანტა ესპერანსას მთავარი დეტექტივი მისტერ დიქსლი სანტა სიტიში მომხდარ მკვლელობას იძიებს. ის საქმის მასალებს ინახავს თავის სეიფში, რომლის გასაღებიც მკითხველის ხელშია.

თეთრი სიკვდილი


თეთრი სიკვდილი

(გოჩა მანველიძე)

(ფასი 5 ლარი)

   უსამართლოდ დასჯილი ადამიანები, კორუმპირებული ჩინოვნიკები, თანამდებობას ამოფარებული მკვლელები, ნარკობიზნესი, მსხვერპლი...

გადაფრენა მადათოვზე და უკან


გადაფრენა მადათოვზე და უკან

(აკა მორჩილაძე)

(ფასი 6 ლარი)

   ,,გადაფრენა მადათოვზე და უკან” ,,მადათოვის ტრილოგიის” პირველი წიგნიდეტექტიური სიუჟეტი მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ვითარდება. მადათოვის კუნძულზე ნაპოვნია მამათმავალი მხატვრის, ხაფოს, გვამი, რომლის მკვლელობის გამოძიებასაც მრავალი დაფარული საქმის კვალამდე მივყავართ...
რომანის პერსონაჟები გამოგონილთან ერთად ისტორიული და ლიტერატურული გმირებიც არიან. წიგნში ძველი თბილისის კოლორიტულ სურათებთან ერთად უხვადაა პაროდია, იუმორი და ირონია, რაც რომანს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს და მკითხველის საყვარელ წიგნად აქცევს.

ბოზოიანის დღიური


ბოზოიანის დღიური

(ლაშა იმედაშვილი)

(ფასი 6 ლარი)

   ერთ მშვენიერ დილას უბრალო ტაქსისტი - თბილისელი ქურთი ტარიელ ბოზოიანი ნამდვილი დეტექტივის გმირი ხდება. მას აეროპორტიდან არც მეტი, არც ნაკლები - ერკიულ პუარო დაემგზავრება, რომელიც რატომღაც არ უმალავს , რისთვისაა ჩამოსული თბილისში - თავად ”მეორე პირის” უცაბედი სიკვდილის გამოსაძიებლად.
გაცოცხლებული ლიტერატურული გმირის, ექსცენტრიკული ბელგიელი დეტექტივის თანაშემწედ ქცეული ტაქსისტი ამ გახმაურებული საქმის ძიების დეტალებს უბის წიგნაკში იწერს...
ასე შემორჩა ისტორიას ტარიელ ბოზოიანის დღიური , რომელიც ”ერკიულ პუაროს” თბილისურ საქმეს აცნობს მკითხველს.

აგვისტოს პასეანსი

აგვისტოს პასეანსი

(აკა მორჩილაძე)

(ფასი 4 ლარი)

   აგვისტოა. თბილისი-წყნეთის გზაზე თეთრი ,,ბეემვე” მოძრაობს, რომელსაც მომხიბვლელი ქალი მართავს. ქალს წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ მისი მანქანის საბარგულში უგზოუკვლოდ დაკარგული უცხოელის მოჭრილი თავი დევს...